21:47 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 12:02:36, 739 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 17 სექტემბერს კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

ჩუღურეთის რაიონს ახალი სააღმზრდელო წლიდან კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

N68 ბაგა-ბაღი პალიასტომის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან და გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სტუმრებმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა დაათვალიერეს და იმ პროცესებს გაეცნენ, რომელიც სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად რეალიზაციისთვის მიმდინარეობს.

ახალი ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება, მიმდინარეობს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების, ასევე ავეჯისა და სხვა ინვენტარის მონტაჟი.

„ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 350 ბავშვს მიიღებს. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა სექტემბრიდან, სააღმზრდელო წელი კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში გაატარონ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ამასთან, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წელს თბილისში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ მოქმედ ბაღს ახალი კორპუსი შეემატება.

                         

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics