22:00 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 17:29:34, 990 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics