|
2018-08-23 12:20:16, 1542 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლომ ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე - ჰ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე - რ.ა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. „გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი "ბე-ემ-ვე - X5" მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ. ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს "ტოიოტა - ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს "ბე-ემ-ვე-X5" მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში. ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-ს კუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად, იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დაკავებულ იქნენ. სამართალდამცველთა მიერ ასევე ამოღებულ იქნა ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჰ.ა. და რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9 - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)