|
2018-08-23 10:09:35, 1719 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ანგელა მერკელი ეწვევა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს საქართველოს ეწვევა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან. ანგელა მერკელი ოფიციალურ ვიზიტს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს. ამის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, მოგვიანებით კი, პრემიერის და გერმანიის კანცლერის ერთობილივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან გამართავს შეხვედრას. იგი ასევე საოკუპაციო ხაზთან ჩავა და იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღებს. კანცლერთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში ასევე არიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი; საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)