|
2018-08-15 11:17:18, 728 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა
დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც აღნიშნულია, თუ რა მჭიდრო დასახლებაში უნდა აშენებულიყო სასტუმრო და განაცხადა, რომ ამან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკამყოფილება გამოიწვია. „დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, შუა ნაწილში, მჭიდრო და შეზღუდულ ტერიტორიაზე, ოთხსართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. სამწუხაროა, რომ ეს ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ამ ეტაპზე, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც იყო ეს კონკრეტული ტერიტორია. შევთანხმდით, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ. მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, სასტუმროს აშენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს. „მინდა, ირმა ზავრადაშვილს დავავალო, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს მწვანე სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი მოვუწყოთ. თუ ჩვენი დახმარებაც იქნება საჭირო, მზად ვართ, პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)