|
2018-08-14 15:14:36, 781 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა (32 000 კვ.მ) დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს. თბილისის მერმა საგზაო მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გახდება. „ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ზაფხულის პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. ამ დროისთვის, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რისთვისაც მოსახლეობას, მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, რომ შემდეგ, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ბორდიურის, განათების შეცვლა, როგორც ბოძების, ასევე სანათების, სადენები მიწისქვეშ განთავსდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამუშაოების დროს, საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო“ აწარმოებს. რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნენ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)