|
2015-06-04 14:07:46, 765 ნახვა
ეკონომიკა
დეველოპერულმა კომპანიამ „m2“ ლონდონში გამართულ უძრავი ქონების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
დეველოპერული კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, საქართველოს უძრავი ქონების შესახებ გამართულ ფორუმში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადა. „m2 უძრავი ქონება“ ფორუმში მონაწილეობდა როგორც საქართველოს უძრავ სექტორში ერთერთი წამყვანი და წარმატებული კომპანია. უძრავი ქონების შესახებ ფორუმს 100-მდე ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები. დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონების სექტორში არსებული საინვესტიციო პროექტები გააცნო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია m2 -მა გამართა მიღება, სადაც განხილულ იქნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები. ფორუმი, საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)