|
2018-08-12 15:57:22, 1086 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა - ვიდეონიუსი
ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და სხვა ოფიციალური პირები. აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს გამოფენილი პროდუქციის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ჰქონდათ. „მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ წარმოებას. განსაკუთრებით მეფუტკრეებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ისინი ამყარებენ ახალ კონტაქტებს, ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს. გასაღების კუთხითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ჩვენი წარმოების განვითარებას, ასევე დაეხმარება ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლის თემატიკის ამსახველი გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერკლასები. თაფლის ფესტივალი მიზნად ისახავს მეფუტკრეობის დარგში აჭარის, როგორც წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას. ფესტივალი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" მიერ ინპლემენტირებული "კავკასიის ალიანსების პროგრამა ", ასევე ჩეხეთის რესპუბლილკის კარიტასის წარმომადგენლობა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. თაფლის ფესტივალს ზაფხულის სეზონზე ბათუმი უკვე მეოთხედ მასპინძლობს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)