|
2018-08-10 14:44:41, 1050 ნახვა
საზოგადოება
წვიმის გამო გადაადგილება გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეფერხებით ხორციელდება - გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს
9 აგვისტოდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის მომენტიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და დაინფრატსრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას. "ამ ეტაპზე, კოკისპირული წვიმის გამო, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამშლილი მთის მასის გამო, გზა 2 საათით ჩაიკეტა შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე. ამ დროისთვის, მოძრაობა გახსნილია. მცირე გამონატანები იყო რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია. ასევე მცირე ზომის, გამონატანებია ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ყაზბეგისა და თუშეთის მიმართულებებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფრატსრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)