18:07 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 18:36:37, 1306 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებას უცნაურს უწოდებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმინილი საგამოძიებო კომისიის წევრები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ, უცნაურს უწოდებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა არგუმენტებს დაეყრდნო მოსამართლე მისთვის უცნობია.

„ჩვენთვისაც ცოტა უცნაური იყო, როდესაც მათი დუმილის ფონზე, მათ დუმილის უფლება ჩვენთანაც აირჩიეს და მანამდე, ვიდრე არ იყო დაკითხული მ.კ, ეს გადაწყვეტილება მოსასმენად ჩემთვისაც ცოტა უცნაური იყო ნამდვილად, თუმცა, მე არ მომისმენია დეტალები, სასამართლოზე რა იყო არგუმენტები და რა გაცვალეს ერთმანეთში მხარეებმა, რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და ამიტომ სიღრმეებში ვეღარ შევალ ნამდვილად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი კი, გამოძიების დროს გამოკვეთილ ახალ გარემოებებზე საუბრობს.

„არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც გასცა საგამოძიებო კომისიამ  პარლამენტის, არსებობს კონკრეტული ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელიც ყველა დეტალურად მიწოდებული არის შსს-სთვის და პროკურატურისთვის. ახლა მთავარი არის რამდენად დროულად და რამდენად ეფექტურად იმოქმედებს სახელმწიფოს ეს ორი სტრუქტურა, იმიტომ, რომ ყველანაირი მტკიცებულება და ყველანაირი ფაქტი არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია კვანძი გაიხსნას საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მიზნით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics