|
2018-08-08 11:37:13, 864 ნახვა
საზოგადოება
ინციდენტი „მაჭახელაში“ - რესტორანი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის
გუშინ, რესტორან "მაჭახელაში" მისულ სტუმრებსა და პერსონალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული აქციის მონაწილემ Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესტორან „მაჭახელაში“ სთხოვეს, პუტინის გამოსახულებიანი პლაკატი მაგიდიდან აეღოთ. რესტორნის პერსონალმა აღნიშნული იმით განმარტა, რომ „მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი“. მოგვიანებით, რესტორნის Facebook-გვერდის ადმინისტრატორმა გაავრცელა განცხადება, სადაც პლაკეთებით მისულ სტუმრებს ფსევდოპატრიოტები უწოდა. ამ განცხადებამ, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განცხადება წაიშალა და ახალი განცხადებით ჩანაცვლდა. განახლებული განცხადების თანახმად, რესტორანმა ინციდენტში მონაწილე თანამშრომლებთან საქმიანი ურთერთობა გაწყვიტა. „ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირებისთვის. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადმინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია ეს იქნება სიგნალი იმისა რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო“, - აცხადებს „მაჭახელა“. ეს რესტონის მიერ გავრცელებული პირველი განცხადებაა, რომლის ავტორი, ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვილია:
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)