|
2018-08-07 15:44:15, 632 ნახვა
პოლიტიკა
2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალურმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა
ეუთო-ს ფარგლებში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის სახელით საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაკეთდა. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს მის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, ისინი არიან უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების გაუარესების არ დაშვებას. ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილისი სიის მიღებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს პარლამენტის შესაბამის რეზოლუციას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრები მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და საქართველოს მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, დაადასტუროს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და დაყოფილ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას. 2018 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს.
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)