|
2018-08-06 18:45:35, 736 ნახვა
საზოგადოება
ნავთლუღში, შიდა გზებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს
ისნის რაიონის გამგეობა შიდა გზებისა და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ დროისთვის, წულაძის ქუჩაზე მდებარე N22 კორპუსის მიმდებარედ, 1 450 მ2 ფართობზე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ასფალტის საფარის დაგება კი, რამდენიმე დღეში დაიწყება. ეზოს კეთილმოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 40 000 ლარით დაფინანსდა. ნავთლუღის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ესაუბრა. რაიონის გამგებელი და დეპუტატი არსენ იყალთოელის ქუჩაზეც იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოები 2 381 მ2 ფართობზეა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, 53 მ2 ტროტუარი და 442 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. საწყის ეტაპზე, ასფალტის დაგებამდე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 71 994 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებს ორივე მისამართზე კომპანია „არსაკიძე 2000“ აწარმოებს. ნავთლუღში, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები კვირის ბოლომდე, ხოლო არსენ იყალთოელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ორ კვირაში დასრულდება.
(NS)
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)