18:57 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 11:32:05, 940 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი: ნატო-ში საქართველოს შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

მედვედევის შეფასებით, აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს.

„ნატო-ში საქართველოს შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის გამოიწვიოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.

ამასთან, რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

"ეს არ იყო გამოუვალი მდგომარეობა", - დასძინა დიმიტრი მედვედევმა.

მანამდე ამავე თემაზე კომენტარი კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics