|
2018-08-04 17:24:21, 1360 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო კომისიის წევრებმა რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხეს
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა 3 არასრულწლოვანი უკვე გამოკითხეს. მათი გამოკითხვა, 7 საათის განმავლობასი მიმდინარეობდა. კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არასრულწლოვნების დაკითხვის შემდგომ ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, თუმცა დღეს გამოკითხეს ის მოზარდები, რომელიც გამოძიებას არ გამოუკითხავს. „ჩვენ ვცდილობთ, აბსოლუუტურად ყველა არასრულწლოვანი, რომელიც იმყოფებოდა ჩხუბის ადგილას, ან რომელიც იმყოფებოდა მიმდიებარე ტერიტორიებზე და ჰქონდათ შეხება ჩხუბში მონაწილე მოზარდებთან, გამოვკითხოთ და მათგან მივიღოთ ინფორმაცია, რა მოხდა ხორავას 4 ნომერში. ამ არასრულწლოვნებში იყვნენ ადამიანები, რომელიც თავის დროზე საერთოდ არ დაკითხა გამოძიბამ და მათ შორის იყვნენ ადამინები, როემლიც გამოძიებამ დაკითხა, მაგრამ არ დაკითხა კრიტიკულად, თანმიმდევრულად. შესაბამისად, ამ ადამიანებისგან ინფორმაცია, თავის დროზე, თავის დროეზე გამოძიებას არ ჰქონდა. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, არასრულწლოვნების დაკითხვა შეგიძლია ჩავთვალოთ დამთავრებულად, შესაძლოა დაგვჭირდებას რამდენიმეს განმეორებით გამოკითხვა“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირიდან კომისია მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და დასკვნის მომზადების ეტაპზე გადავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)