|
2018-08-02 13:34:32, 962 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ხ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ‘ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ხ.კ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა და შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულებით, აგრესიით აიძულებდა მას გარკვეული მოქმედების შესრულებას, შემდეგ კი დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეში დაარტყა, ყელში წაუჭირა ხელი, ძირს დააგდო და სცემა. ხ.კ.-ს ქმედებით ა.კ.-მ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ ხ.კ. მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ხ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 16 მაისს ქ.ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 1 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)