19:00 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 15:27:28, 1516 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარიამ მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ თბილისში მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე - ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ივლისს 2001 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე, მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ლორია შეეცადა, რა დროსაც იგი ი.ს.-მ ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა.

დაჭრილი ლუკა ლორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics