|
2018-07-28 16:49:22, 1996 ნახვა
მსოფლიო
კიევის პატრიარქზე თავდასხმის მცდელობისთვის ეპისკოპოსი დააკავეს
კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქზე, უწმინდეს ფილარეტზე თავდასხმა სცადეს, - ამის შესახებ Obozrevatel უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს 27 ივლისის სინოდის სხდომის ოქმზე დაყრდნობით იუწყება. საპატრიარქოს ცნობით, 25 მაისს კიევის პატრიარქზე თავდასხმა უშტატო ეპისკოპოსმა სევასტიან ვოზნიაკმა სცადა. "სევასტიან ვოზნიაკმა საღამოს ვაჟთან ერთად პატრიარქის რეზიდენციაში საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მივიდა. მას პატრიაქრის საძინებელში შეღწევა ჰქონდა განზრახული. თავად პატრიარქი ამ დროს სატრაპეზოში ვახშმობდა. სევასტიან ვოზნიაკმა პატრიარქის მსახურ ქალს, რომელმაც ფეხის ხმა გაიგონა და გარეთ გავიდა, ცრემლსადენი გაზი მიასხურა და ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. მედია საშუალების ინფორმაციით, ვოზნიაკი მოგვიანებით დააკავაეს. მან ჩადენილი ქმედება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მისი მიზანი პატრიარქთთან შეხვედრა იყო. ცნობისთვის, სევასტიან ვოზნიაკი ეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა.
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)