|
2018-07-26 18:12:59, 760 ნახვა
საზოგადოება
ფოთისა და ხობის ეპარქია - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა მიეცეს საშუალება, წმინდა სინოდს ყოველივე პირადად მოახსენოს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმინდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ დეკანოზის საქმის საფუძვლიანი გადახედვა უნდა მოხდეს. „მიმდინარე 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოინახულეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გასამართლებულია ე.წ. „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით. პატიმრთან შეხვედრა შედგა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავდებულის - დეკანოზ გიორგი მამალაძის - მოთხოვნის საფუძველზე. პატიმართან შეხვედრა დაიწყო 10 საათსა და 50 წუთზე და გრძელდებოდა ოთხი საათის განმავლობაში. მოცემული საქმის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა. მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე“, - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებაში.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)