14:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 11:44:17, 1958 ნახვა

მსოფლიო
სირიაში, ISIS-ის ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა მოკლეს

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი მოკლეს.

როგორც პანკისელები აცხადებენ, 38 წლის ბათირაშვილი საბრძოლო შეტაკებებს ემსხვერპლა. 

ცნობისთვის, თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მოგვიანებით პანკისიდან სირიაში მან მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა. ბათირაშილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მისი ძმა, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი დაიღუპა. პანკისში თამაზ და თარხან ბათირაშვილების ძმა და მამა, თენგიზ და თემურ ბათირაშვილები ცხოვრობენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics