|
2015-06-02 13:39:23, 669 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო წლის მეწარმის გრანდიოზულ დაჯილდოებაზე მამუკა ხაზარაძე საქართველოს წარადგენს
2-7 ივნისს მონტე კარლოში, მსოფლიო წლის მეწარმის (World Entrepreneur Of The Year) გრანდიოზულ დაჯილდოებაზე, მამუკა ხაზარაძე საქართველოს წარადგენს. მისი პერსონით საერთაშორისო მედია უკვე დაინტერესდა. მამუკა ხაზარაძესთან დაგეგმილი აქვთ ინტერვიუები BBC, CNBC, Financial Times-ის და სხვა წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტებს. მამუკა ხაზარაძე შეხვდრებს გამართავს ასევე მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებთან. მასთან ერთად მონაკოში გაემგზავრებიან: რუსლან ხოროშვილი (EY საქართველოს მმართველი პარტნიორი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „წლის მეწარმე 2014“-ის ჟიურის წევრი). 2014 წლის მეწარმე საქართველოში - მამუკა ხაზარაძე (თიბისი ჯგუფი) EY საქართველომ (Ernst & Young group member firm) 2014 წლის ნოემბერში დააჯილდოვა. კონკურსი EY Entrepreneur Of The Year წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. დაჯილდოების ისტორია უკვე 29 წელს ითვლის და წლის მეწარმის გამოსავლენად მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანასა და 140 ქალაქში ტარდება. „ასეთ მასშტაბურ და პრესტიჟულ ბიზნესდაჯილდოებაში საქართველოს სახელით მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პერსონალურად ჩემთვის და თიბისი ჯგუფისათვის, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნისათვის. ეს კონკურსი არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ქართულ ბიზნესს გადაიყვანს განვითარების ახალ ეტაპზე“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. „გარდა მონაწილეებისა, დაჯილდოების ცერემონიას წელს დაესწრებიან ძალიან საინტერესო მოწვეული სტუმრები, მაგალითად Starbucks დამფუძნებელი. მონაკო - ეს იქნება პლაცდარმი სადაც ყველა მონაწილეს ექნება საშუალება, საფუძველი ჩაუყაროს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც ამ კონკურსის ერთ-ერთი მიზანია,“- აცხადებს რუსლან ხოროშვილი. EY აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური გარიგებებისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მსოფლიო ლიდერია. ორგანიზაცია ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრებისა და ეკონომიკის მიმართ ნდობის გაღრმავებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)