15:02 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 13:11:18, 889 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცნობით, ვარკეთილში პირმა ფანჯრიდან უმისამართოდ გაისროლა და მოპირდაპირე კორპუსში მამაკაცი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics