12:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 16:25:48, 2042 ნახვა

მსოფლიო
6 თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით 66 ჟურნალისტი დაიღუპა - ყველაზე მეტი ავღანეთში

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, 66 ჟურნალისტი დაიღუპა, - აღნიშნულ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign ავრცელებს. 

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ის ქვეყნებია მითითებული, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა.

სტატისტიკის თანახმად, ავღანეთში 11, მექსიკაში 8, სირიაში 7, აშშ-ში 6 და იემენში 5 ჟურნალისტი დაიღუპა.

ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჟურნალისტების გარდაცვალების ბოლო ფაქტი ამერიკაში, 29 ივნისს ფიქსირდება.

სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს 242 ჟურნალისტი დააპატიმრეს, 182 დააკავეს, 187 მედია ორგანიზაცია მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაიხურა, ხოლო 889 ჟურნალისტზე გაცემული პრეს-ბარათი გაუქმნდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics