22:44 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 11:29:44, 980 ნახვა

ეკონომიკა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ განსაკუთრებულად აღნიშნავს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ განსაკუთრებულად აღნიშნავს.

„ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ყველა რესტორანში სტუმრად მისულ ბავშვებს სადღესასწაულო მუსიკა, ანიმაციური გმირები, სახის მოხატვა, „ვენდის“ გოგონებთან ერთად გართობა, სადღესასწაულო დეკორაცია და სპეციალური შეთავაზებები ელით.  

„ვენდის“ რესტორნებში kids meal-ს დაბადების დღის ცენტრის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მოყვება. “დანკინ დონატში“ კი დონატის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მანჩქინს მიიღებს.                                                                          

ვაკეში, ჭავჭავაძის 36ა-ში მდებარე ობიექტზე, სადაც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორანი ერთადაა განთავსებული, სტუმრად მისულ ბავშვებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. მათ  Hello Kitty-ს გმირი დახვდებათ, ანიმატორი და Dj გაართობთ, მონაწილეობას მიიღებენ პროფესიულ ფოტოსესიაში და დააგემოვნებენ სადღესასწაულო ტორტს. ბავშვებს ყველა მაგიდაზე დახვდებათ გასაფერადებლები და მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სახალისო თამაშებსა და კონკურსებში და მოიგონ პრიზები.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.

ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics