|
2018-06-28 14:27:52, 924 ნახვა
სამართალი
საპატიმრო შემოწმებისთვის ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს - კვლევა
"საპატიმრო შემოწმებისთვის ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალისა და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ეხება. ანგარიშის თანახმად, მსგავსი წესი მოქმედებდა მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან დაწესებულებაში დამონტაჟდა სკანერის აპარატი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს სრული შემოწმების მეთოდი (პირადი სრული შემოწმება ან სკანერით შემოწმება). ანგარიშში ასევე ნათქვამია, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. "ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაა, დაწესებულებაში მიღებისას ქალი პატიმრების მიმართ გაშიშვლების გზით სრული პირად შემოწმებას კვლავ იყენებენ. როგორც აღნიშნულია, ამ დროს მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მენსტრუალური ციკლი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსგავსი პრობლემა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. ქალი პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე", - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, დაწესებულებაში პირველად მოთავსების დროს ქალ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს შემოწმების მეთოდებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ. სრული კვლევა იხილეთ ბმულზე >> http://www.hridc.org/admin/editor/uploads/files/pdf/hrcrep2018/report-geo.pdf
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)