|
2018-06-19 21:36:27, 1342 ნახვა
სამართალი
გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე: დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც გახარიამ აღნიშნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ყველა ნიუანსი თავიდანვე არ იყო გამოძიებული „ხორავას ტრაგედიას რაც შეეხება, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი მართლაც მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ეს ქალაქი შეძრა, რა თქმა უნდა, აქ კი არ დააყენებდა ამ შეკითხვებს, არამედ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო კომისიის მუშაობაში და ჩვენ სწორედ ამიტომ ვთქვით, მე სწორედ ამიტომ შევიკავე თავი ჩემს გამოსვლაში ამ თემის გაჟღერებით. სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ვიცით რომ კომისია იწყებს მუშაობას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ეს გამოძიება. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ეს იყო უმძიმესი დღეები, დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ უდიდესი პრობლემა გვქონდა ერთ-ერთი ძებნილის დაკავების. ეს იყო უმძიმესი დღეები ქალაქის პოლიციაში და მთლიანად მთელს სამინისტროში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალურის გაკეთება რაც იყო შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მხრიდანაც ვიყავით შეზღუდულები - ეს გახლავთ არასრულწლოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და შესაბამისად, ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე. როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო, და დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე, ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი გარემოებები. სწორედ ამ ახალი გაგრძელებული და გამოყოფილი გარემოებების ფარგლებში, თქვენ იცით, რომ უკვე ახალი მსჯავრდებულები გვყავს. და შესაბამისად ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები. თავის დროზე რომ არ იყო, ის დეტალები შემდგომ სასამართლო პროცესზე, ძალიან ბევრი ახალი ჩვენებში გამოჩნდა და ეს იყო რის გამოც ახალი მსჯავრდებულები გაჩნდნენ. ამ საქმეში უკვე 9 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა თუ ამ საქმის ფარგლებში თუ გამოჩნდება მე-3 მე-4 და კიდე რამდენიმე, ჩვენ აღვასრულებთ სამართლიანობას. უბრალლოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, დღეს თუ გვაქვს ჩვენ საშუალება დეტალურად იქნას გამოძიებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც შემჭიდროვებული დროების ვადების გამო იმ მომენტში ვერ მოხდა. პარასკევს უკვე კომისია იწყებს მუშაობას. ყველა დაინტერესებული მხარე და მათ შორის რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად ღიად ითანამშრომლებს ამ კომისიასთან და ჩვენ უბრალოდ დარწმუნებულები ვართ რომ სამართლიანობა შედგება ამ საქმესთან დაკავშრებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)