|
2018-06-17 19:14:15, 1113 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა, 3 კი პასუხისგებაში მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბათუმში არსებულ დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურეობასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებათა მოპოვების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებები. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.თ. და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)