|
2015-01-20 10:51:48, 1665 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი დააჯილდოვა
ხელოვნების ქურუმი - კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს გადაეცათ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს უმასპინძლეს. "მინდა, გულით მოგილოცოთ ეს აღიარება, წარმატება, რაც არის ქართული კინოს გამარჯვება. თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ორი ქართული ფილმი ოსკარის "შორთლისტში" მოხვდა. ჩვენ ქართული კინოს კეთების ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს. ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა შედევრები შექმნეს და ამ ფილმების წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არა მხოლოდ საამაყო კულტურის და ისტორიის ნაწილია, არამედ ვითარდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს კინოს წარმოება ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და საჭიროა სახელმწიფოს დახმარება. მთავრობის სახელით მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფილმებს ქმნის. დადგა დრო, როდესაც ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოსკარზე წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული" შეარჩია. 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ზაზა ურუშაძის ფილმი - „მანდარინები" იბრძოლებს.
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს, საგამოძიებოს მერაბ გამყრელიძე
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)