10:31 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 14:17:56, 1004 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაართან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ევროპელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის აქტიური ძალისხმევის გამო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის დროს მხარეებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და მასში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს, ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

საუბარი ასევე შეეხო “პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის” (PESCO) მიმართულებასაც. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველო ინტერესით აკვირდება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics