|
2026-10-02 22:44:43, 285 ნახვა
მსოფლიო
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
ამერიკული გამოცემა „War Zone“-ის ცნობით, ტაივანმა აშშ-სგან უახლესი F-16C Block 70 გამანადგურებლების პირველი ორი მიიღო, 66 საბრძოლო თვითმფრინავის დაგეგმილი მიწოდებიდან. „თითქმის შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, ტაივანმა აშშ-სგან 66 ახალი F-16C/D Block 70 გამანადგურებლის დიდი ხნის განმავლობაში გადადებული შეკვეთიდან პირველი ორი თვითმფრინავი მიიღო. ეს არის პირველი ახალი, ქარხნულად აწყობილი გამანადგურებლები, რომლებიც ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში მიეწოდება“, - წერს გამოცემა. სამხრეთ კაროლინას ქარხნიდან გამანადგურებლების ფრენა თვენახევარს გაგრძელდა ჰავაიზე გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებების გამო, საიდანაც ისინი გუამის გავლით მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდნენ, იუწყება გამოცემა. დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი არაერთხელ გადაიდო მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების, პანდემიის შედეგებისა და ახალი Viper Shield-ის საჰაერო ელექტრონული საბრძოლო სისტემის გაჭიანურებული განვითარების გამო, აღნიშნავს გამოცემა. „War Zone“-ის ცნობით, ახლად ჩამოსული თვითმფრინავები აღჭურვილია APG-83 SABR რადარებით და IRST21 Legion-ES ინფრაწითელი სამიზნეების აღმოჩენის სისტემებით, დამატებითი მიწოდება კი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. კიდევ 63 თვითმფრინავი აშშ-ში აწყობისა და ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)