|
2018-06-15 10:44:43, 1070 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
„ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ" მიღებას. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია, ხოლო დოკუმენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა ადასტურებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთხმად უჭერენ მხარს. „ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - მან პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპაციის პრობლემას, დევნილების თემატიკას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას გარდაცვალების საკითხს და იმ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ევროპარლამენტს არასდროს არ მიუღია ერთიანი დოკუმენტი, ერთიანი გადაწყვეტილება კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ათი წლისთავი სრულდება 2008 წლის ომიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს მუდმივად ჰქონდეთ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ეს საკითხი არ ჩაიკარგოს სხვა პრობლემებს შორის, არ გაქრეს დღის წესრიგიდან. რეზოლუცია გვეხმარება, რომ სწორი აქცენტები დაფიქსირდეს რუსეთთან, საქართველო-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებით, საკითხი იყოს აქტუალური, ახსოვდეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მუდმივად გვიჭერდნენ მხარს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების კუთხით. მხარდაჭერა იყო ერთსულოვანი, რაც ადასტურებს, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, საქართველოს, ერთხმად უჭერენ მხარს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. ჩუგოშვილის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)