|
2018-06-13 19:24:59, 814 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ სჯობს წავიდეს
ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ სჯობს წავიდეს- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი კვირიკაშვილისგან სამოქმედო გეგმას ელოდა, თუმცა მან არჩია, რომ გეგმის წარდგენამდე გადამდგარიყო. „როგორც ჩანს ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ თემებთან დაკავშირებით, რაზეც გუნდშიც გამოითქვა და პარტიის თავჯდომარე ახსენა მან და რასაკვირველია მისი მხიდანაც გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები. ველოდებოდით განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშს ველოდებოდით. ვიქრობ პრემიერ- მინისტრმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ ჯობს წავიდეს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრემიერის შემცვლელზე საუბარი არ ყოფილა. „შემცვლელთან დაკავშირებით, ჩვენ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. უახლოეს პერიოდში გაგრძელდება კონსულტაციები. ცვლილებებზე ასე სწრაფად ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენ ქვეყანას სტრესები არ ჭირდება. აქედან გამომდინარე, წყნარად, აუღელვებლად გაგრძელდება ამ თემაზე მსჯელობა. დღეს უკვე არავის აღარ უკვირს, თუ რატომ გაგრძელდა სამ საათზე მეტი საუბარი და გუშინ ამაზე თავის მართლება მოგვიწია. სერიოზული საკითხი და განსჯა იყო და მე ვფიქრობ რომ პრემირ-მინ ისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას პიროვნულად მიაჩნია სწორად ამ ვითარებაში“,- აღნიშნა ვოლსკიმ. შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)