|
2018-06-13 15:16:28, 868 ნახვა
კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს
„მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია და შესაბამისად ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა. „მე არ გამოვიტანდი თითოეული გუნდის წევრის მოსაზრებას გარეთ. მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია და შესაბამისად ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა ამ თემის გარშემო. დანარჩენი ვის რა პოზიცია ეკავა, ჰკითხეთ თითოეულ დეპუტატებს და ის გიპასუხებთ“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გუშინ 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ მსჯელობა Unicef-ის კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა და ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)