|
2018-06-13 11:23:50, 944 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ“ - ამ თემაზე ევროპარლამენტში განხილვა გაიმართა. სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი გამოვიდა ევროპარლამენტის რვა პოლიტიკური ჯგუფიდან. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი გამომსვლელების დიდმა უმრავლესობამ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დეპუტატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეთნიკურ ნიადაგზე დარღვევების შეწყვეტისაკენ. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო (08.08.08) საერთაშორისო წესრიგისათვის გარდამტეხი დღე იყო, როდესაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი მზადაა ძალის გამოყენებით დაარღვიოს მეზობელი ქვეყნების ტერტორიული მთლიანობა. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია რუსეთის ნაბიჯები, რომელთაც ის საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ დგამს და რომლითაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს. მისი თქმით, მოსკოვმა სრულად უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება, შეაჩეროს ბორდერიზაციის პროცესი და შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანის უფლებების დარღვევა. გამოსვლის ბოლოს დევიდ მაკალისტერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დავიწყებული კონფლიქტი არაა. ევრონესტის თანათავჯდომარე რებეკა ჰარმსმა ხაზი გაუსვა, რომ იმ ვითარებაში როდესაც საქართველო უარს ამბობს კონფლიქტის ძალით მოგვარებაზე, ნებისმიერი კომპრომისი რუსეთთან მიმართებით დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა აღნიშნა, რომ ის რაც საქართველოში ხდება არის აშკარა ოკუპაცია და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ მათთაც, ევროპარლამენტის მსგავსად, ოფიციალურ დოკუმენტებში სწორედ ამ ტერმინით ისარგებლონ. გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა ვიქტორ ბოშტინარუმ (სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი), ანა ფოტიგამ (კონსერვატორებისა და რეფირმისტების პოლიტიკური ჯგუფი) და კრისტიან პრედამ (სახალხო პარტია) აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგრესია რუსეთის პასუხი იყო საქართველოს სურვილზე, შეუერთდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემას. ვიქტორ ბოშტინარუს თანახმად, ამის მიუხედავად დღეს საქართველო კიდევ უფრო განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე ათი წლის წინ იყო. ანა ფოტიგამ და პეტრას აუსტრევიჩიუსმა (ევროპელი ლიბერალების ალიანსი) ასევე გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის ინიციატივის მიმართ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესების შესახებ. ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ კოლეგების მსგავსად ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აგებაზე, დაგმო ამ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების თავმოყრა და აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტების დახურვით რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციას უწყობს ხელს. ევროპარლამენტარმა ელმარ ბროკმა (სახალხო პარტია) ოკუპირებული რეგიონების სოფლებსა და ეზოებში გამავალი მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული საქართველო ორად გაყოფილ გერმანიას ახსენებს. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი რეგიონში ამ და მსგავს ქმედებებს მეზობელი ქვეყნების განვითარების შესაფერხებლად სჩადის. მავთულხლართებსა და ადამიანების მოტაცების ფაქტებზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემაც (სახალხო პარტია), რომლის თანახმად, არავის უნდა დაავიწყდეს ის ფაქტი, რომ საქართველო იყო რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი და არა - პირიქით. ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა (სახალხო პარტია) კი აღნიშნა, რომ სახეზეა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამხედრო ოკუპაცია და თუ დასავლეთი ვერ შეძლებს დაიცვას საქართველო, ის ვერც სხვა რომელიმე ქვეყნის დაცვას შეძლებს ასეთი აგრესიისგან. ევროპარლამენტის რეზოლუციას "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსული აგრესიიდან ათი წლის შემდეგ" კენჭი ეყრება 14 ივნისს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)