|
2018-06-12 18:20:57, 1223 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დეპუტატებს კანონპროექტი პრინციპების დონეზე გააცნო და საპენსიო რეფორმის არსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. მომხსენებლის განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს საშულებას მისცემს, მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს არეგულირებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს. წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. „რეფორმის პირველი მიზანი არის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული პენსია, მეორე - ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ დადებით ეკონომიკურ ეფექტს, რადგან განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საგარეო ვალი ჩანაცვლდება შიდა რესურსით, რაც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. და ჩვენ ამ რეფორმით შემოვიღებთ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურ გარანტიას მისცემენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაიკარგება მათ ანგარიშებზე აკუმულირებული დაგროვებითი პენსია და მათ უზრუნველყოფილი ექნებათ ღირსეული სიბერე",- განაცხადა აკაკი ზოიძემ. დღესვე, კომიტეტის წევრებმა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ–დემოკრატების" ალტერნატიული კანონპროექტი „საპენსიო სისტემის შესახებ" განიხილეს. აკაკი ზოიძის თქმით, პროექტების შესახებ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შესაძლებელია, დღეს წარმოდგენილი პროექტების შეჯერება მოხდეს, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომიტეტი მხარს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭერს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ" პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)