|
2018-06-12 14:59:59, 737 ნახვა
კომენტარი
ბექა ნაცვლიშვილი: ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არა
„ჯერ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა. ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არა“, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებამ რაიმე სახის გადაცდომა თუ გამოავლინა, პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. „მუშაობს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია. მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქედან გამომდინარე თუ გამოვლინდება რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მაგრამ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა ნაადრევია იმაზე საუბარი ვინ უნდა დატოვოს პოსტი და ვინ არ უნდა დატოვოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)