08:35 - 05 Nov, 2026
|
2018-06-12 14:55:56, 798 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: რადიკალური ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ, თუმცა გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას ამის თაობაზე
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, ამ ეტაპზე, რადიკალური სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, მისივე თქმით სიახლე ქვეყანაში ყოველთვის საჭიროა. „ზოგადად ცვლილებები ყოველთვის საჭიროა ქვეყანაში. სიახლე ყოველთვის საჭიროა. თუმცა მე კონკრეტულად, ერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რადიკალური ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ, თუმცა გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას ამის თაობაზე“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)