08:35 - 05 Nov, 2026
|
2018-06-12 14:52:52, 740 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ თემაზე მსჯელობა სამთავრობო გუნდში კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, შესაბამისად, თუკი რამე კონსულტაცია და მსჯელობა გვექნება, შეიძლება შემდგომ ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)