|
2018-06-12 12:55:54, 6539 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი და დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომელიც მთავრობის კანცელარიის მაღალჩინოსანია. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, წყარო ამბობს, რომ გუნდში საუბარია ქუმსიშვილის მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზეც. გარდა ამისა, ის არც პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეცვლას გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ წულუკიანის გადადგომას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მისი მხრადმაჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც წულუკიანმა უკვე ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ხორავას ქუჩის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გადადგომის შემდეგ მადლობა გადაუხადა. არასამთავრობოები წულუკიანის გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მთავარ პროკურორთან დაკავშირებულ საკითხს ასახელებენ. მათი თქმით, „იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად ვერ იმუშავა“. დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. როგორც მაშინ შსს-ში განაცხადეს, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის გამო, ლოზუნგით „სოლიდარობა ტყიბულს!“ სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში აქციები გაიმართა. აქციების მონაწილეები შრომის უსაფრთხოების წესების გაუმჯობესებას და ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ. შრომითი უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას, ქუმსიშვილმა 5 აპრილს განაცხადა, „ადამიანების შრომითი უსაფრთხოება რომ დაცული უნდა იყოს, ეს არის ფაქტი და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ პარლამენტთან ერთად ძალიან ბევრი გააკეთა. საკმაოდ გამკაცრებულია მოთხოვნები. ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირება აღნიშნულ გვირაბს ჩატარებული ჰქონდა წინა წლის ნოემბერში, თუმცა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, როდესაც ადამიანები იღუპებიან“. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საკითხს, მის გადადგომას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვენ. ისინი სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც დამნაშავეებს ხელს აფარებენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)