|
2018-06-11 22:35:05, 932 ნახვა
კომენტარი
კახიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც არის დაყენებული
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და ოჯახმა გაიგოს, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ეს კითხვებიც არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან განმარტა, კომისია მხოლოდ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებს, თუმცა მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც მხარს უჭერს. „დაისვა საკითხი ბატონი მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ კომისია, რომლის წევრიც მე გახლავართ, იძიებს მხოლოდ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ სისხლის სამართლის საქმეებს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საქმეს, ამასთან დაკავშირებითაც არის დაყენებული კომისიის შექმნის საკითხი. ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის შექმნას ამ თემაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ და ოჯახმა გაიგოს, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ეს კითხვებიც არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)