|
2018-06-11 22:27:40, 967 ნახვა
კომენტარი
კახიძე - დავიწყეთ საქმის მასალების შესწავლა და უკვე პირველივე ტომიდან, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება
„საქმის პირველივე ტომიდან, უკვე ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, თუმცა მე მაინც წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა საქმესთან დაკავშირებით სარალიძის და მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ვერსიები მოისმინეს. „დღეს მივიღეთ მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დავიწყეთ შესწავლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი ზაზას და მისი ადვოკატის მოსაზრებები, მათი ვერსიები. ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე, ესწრებოდნენ ყველა სასამართოს პროცესს და მათ რა თქმა უნდა აქვთ ძალიან ფასეული ინფორმაცია, რომელთა გაზიარებაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მტკიცებულებების შესწავლა მოხდეს სწორი თანმიმდევრობით. ამავე დროს, უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მოვლენ და კომისიის წინაშე მისცემენ ახსნა-განმარტებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ასევე სახალხო დამცველთანაც. ამ საქმეში პირველივე ტომიდან გამომდინარე უკვე ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. ჩვენგან პასუხსებს ელის ბატონი ზაზა და მთელი საზოგადოება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიპოვოთ თუ ვისი ნაკერია თეთრი ძაფით ეს საქმე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)