|
2018-06-11 22:18:07, 1154 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: მაქსიმალურად ვითანამშრომლებ კომისიასთან და იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძესა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. სარალიძის თქმით, შეხვედრზე საქმის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრეს, რადგან კომისიის წევრები საქმის მასალების ნაწილს უკვე გაეცნენ. „ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ მაქსიმალურად კომისიასთან. გავიარეთ რაღაც დეტალები, ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრეთ. კომისიამ დაიწყო უკვე საქმის მასალების გაცნობა. იმედია საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, - განაცხადა სარალიძემ. რაც შეეხება აქციას, მისი თქმით, შესაძლოა ხალხს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდოს. „აქციაზე ახლა ჩავდივარ და გადავხედავ სიტუაციას. შესაძლებელია მოვუწოდო ხალხს რომ ცოტახნით შევისვენოთ. იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოხდა ზალოვანი სტრუქტურებიდან. ამ თემაზე გენინსექციაში მეც ვარ დაბარებული და მისასვლელი ვარ და ძალიან ბევრი საქმეა დღევანდელი დღიდან გამომდინარე გამოსაძიებელი. თუნდაც კუპრავას არასწორი დაკავება, თუნდაც ის ინციდენტი, რაც მოხდა სასადილოში და ფაქტიურად ამ საქმეებზე ვარ სარბენი, რომ აბსოლუტურად მივადევნო ყველაფერს თვალი“,- განაცხადა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)