|
2018-06-11 18:49:24, 751 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევა იყო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რუსთაველის გამზირზე კარვების დაშლას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს. როგორც ომბუდსმენმა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნა, შსს-მ ყველა დაკავებულის შესახებ ინფორმაცია უნდა გაავრცელოს. „ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ, ამდროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; ჩვენი წარმომადგენლებიც იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან ვითარებას; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“,- წერს ლომჯარია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)