|
2018-06-11 13:21:03, 852 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი: მერიისგან აღებული გვაქვს ნებართვა, რომ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტება სამი დღით
რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვების პარლამენტის შენობის წინ გადატანს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კანონდარღვევად აფასებს. მისი თქმით, კარვების აქცია რუსთაველის გამზირზე მხოლოდ მერიის თანხმობის შემდეგ დაიწყო. „მერიისგან აღებული გვაქვს ნებართვა, რომ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტება სამი დღით. გუშინ გავიდა ერთი დღე და დარჩა ორი დღე. ამიტომ ეს არის არამხოლოდ უზნეო მოქმედება და ხელისუფლების კიდევ ერთი სივერაგე. არამედ, ყველა იურიდიული ნორმების დარღვევა, საშინაოც და საერთაშორისოც. დაგვირეკეს და გვითხრეს, დაგვეწყო მიტინგი“,- განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, აქცია ისე გაგრძელდება , როგორც ამას ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ. „პოლიტიკური პარტიები ვდგავართ შვილმოკლული მშობლებისა და გულმოკლული საქართველოს გვერდით. როგორც გადაწყვეტს აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები ისე ვიქცევით. გუშინ გადაწყვიტეს რომ პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნაზე არ ასულიყვნენ და შევასრულეთ ეს გადაწყვეტილება და ვიდექი აქციაზე. ეს შვილების სიკვდილს ეხება. აქ მათი ნების გარეშე გადამეტებული აქტიურობა შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს მიცვალებულებისა და მშობლებისთვის, ამიტომ ვართ დელიკატურ სიტუაციაში",-აცხადებს ნათელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)