|
2018-06-11 13:15:11, 821 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: ტყვიას თუ დამაჭედებენ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას
„რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მან პარლამენთან აქციის მონაწილეების დაკავება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. „ყველანაირი მცდელობაა, რომ დაშალონ აქცია, გვიგზავნიან პროვოკატორებს. ეს არის დანაშაული, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ, არაფერს ვაშავებთ, ვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას და იმის გამო ვართ აქ. ვცდილობთ, რომ დანარჩენი ახალგაზრდობაც იყოს დაცული ამ დამნაშავეების ხელში. ესენი თუ არ წავიდნენ ყოველთვის ასე იქნება. მე გუშინ განვაცხადე, რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას. ჩემს ზურგს უკან დგას ხალხი, კეთილი, ვაჟკაცი ხალხი, ეს არის ძალა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)