|
2018-06-10 18:56:54, 1008 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ვითხოვ გახარიას და წულუკიანის გადადგომას!
ვითხოვ გახარიას და წულუკიანის გადადგომას!- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შსს განაგრძობს მის მოტყუებას, როგორც საქმის მიმდინარეობისას პროკურატურა ახორციელებდა. ის ლევან მორჩაძისა და მირზა სუბელიანის დაკავებასაც გამოეხმაურა. „ლევან მორჩაძე არ ყოფილა შსს-ს აღმოჩენა. ეს პირი პროკურორებმა კარგად იცოდნენ და ხელისუფლება ამით ცდილობს კალანდიას საქმე გადაფაროს. სუბელიანი პირველივე დღიდან იყო ამ საქმეზე დასაკავებელი. არის თუ არა პროკურატურა ამაში დამნაშავე?! მე ახლა გახარიას გადადგომას ვითხოვ, რადგან მან ფეხებზე დამიკიდა. ის ისევე განაგრძობს ჩემს მოტყუებას, როგორც ეს საქმის დასაწყისში ხდებოდა. არ შეეფერება ის ამ თანამდებობას. ამასთან, უნდა გადადგეს თეა წულუკიანი,რომელიც შოთაძს ტაშს უკრავდა“ - აღნიშნა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)