23:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 19:42:16, 1105 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებასაც ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებასაც ითხოვს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მათაც ჰქონდათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია და სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

ამასთან, სარალიძე აცხადებს, რომ სუბელიანისთვის მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდების წარდგენა, საკმარისი არ არის.

„მივესალმები შსს-ს მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ სუბელიანისთვის წაყენებული ბრალდება არანაირად არაა დამაკმაყოფილებელი, იმის გათვალისწინებით, რა წვლილიც მას მიუძღვის ამ საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მას ბრალი შეუტყობინებლობაზე წარუდგინეს, მაგრამ არ არის წარდგენილი ბრალი ამ საქმეში უხეშად ჩარევისთვის. გარდა ამისა, როდესაც მირზა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდა, იქ მანამდე მისი მეუღლე და შვილიც იმყოფებოდნენ. შვილი, რომელიც რამდენიმე საათში სუბელიანმა საგამოძიებო უწყებაში წარადგინა, რათა მას ჩვენება მიეცა. თუ მირზა სუბელიანმა ნახა მკვლელი, მისმა შვილმა არ დაფარა დანაშული? რომლის მოწვევითაც იყო მისული იქ? მისი შვილი დაკავებული არ არის. რაც შეეხება მის მეუღლეს, ძალიან კარგად იცოდა მკვლელი ვინც იყო, რატომ არ არის დაკავებული? მან ნახა ასევე ეს ადამიანი, იცოდა რომ მკვლელი იყო და პოლიციას არ შეატყობინა. ასევე არისკიდევ ერთი ქალბატონი - მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა. როცა მე ეს პროკურატურაში ვთქვი, მითხრეს: „კარგი რა, მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ?“. რას ჰქვია, მთელ ოჯახს ხომ არ დაიჭერთ? ვინც დამნაშავეა, ყველა დასაჭერია. მირზა სუბელიანის დაკავება ჩემთვის იყო გადმოგდებული საკენკი და უმეცარი ნაბიჯი, რომ თითქოს ამით მე გავჩერდები. მე თავიდანვე მქონდა საუბარი როგორც დანაშაულის დამფარავებსა და ორგანიზატორებზე, ისე საქმის პროკურორებზე, რომლებიც ასევე, პასუხისგებაში არიან მისაცემი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics