|
2018-06-09 13:31:20, 1192 ნახვა
კომენტარი
კახიძე ხელისუფლებას: იმოქმედეთ, რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მიმართავს, ყველა ზომა მიიღოს, რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს. მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგეს. "წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო საქმეში გახლავთ მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას და სანამ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვის საფრთხის თაობაზე, აგრეთვე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გაატარეთ შესაბამისი ზომები, ვინაიდან კომისიისთვის მისი ახსნა-განმარტება მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ოთარ კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)