|
2015-05-29 09:49:24, 621 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს თხოვნით მიმართა, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს თხოვნით მიმართ, მოსახლეობას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. „მინდა ვიასუბრა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2 დღის წინ უმუშევრობის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა, აქედან 90% მოდის სწორედ კერძო სექტორზე. გეტყვით, რომ ექსპორტის კუთხით პოზიტიური ტენდენციები იკვეთება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მას აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში წელს აქტიური ტურისტული სეზონი იქნება. „გეტყვით, რომ აპრილის თვეში გვქონდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ჯერ მონაცემები არ არის. მე არ მინდა ამაზე წინასწარ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ასევე დამატებითი ვალუტის შემოსვლაზე. ვთხოვთ ეკონომიკურ გუნდს, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რომ ეს ფაზა, რომელი ქვეყანაში არსებობს ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს“,- განცახადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)