|
2018-06-08 15:09:04, 1293 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია პროკურატურას: იმის მაგივრად, გიგა ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ის აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში
„ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ გიგა ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ბოკერია აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალინასის“ წევრმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნით მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პოლიტიკური ძალა გახდა. „ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ დიდი ხნის წინათ და ახლაც, გიგა ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ბოკერია თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში, აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, თქვენ უკვე აიზილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში, თქვენ ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, იმიტომ რომ მკვლელებსა და სადისტებს აფარებთ ხელს. ამ კომისიის შექმნა არის ამის გვირგვინი“,- განაცხადა ადა მარშანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)